ავტორიზაცია
რეგისტრაცია
პაროლის აღდგენა
"საქართველოს ბანკი" სწრაფ ფულად გზავნილებზე ახალ მომსახურებას ნერგავს
21/03/2011


პრესრელიზი

21 მარტი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის

საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144

"საქართველოს ბანკი" სწრაფ ფულად გზავნილებზე ახალ მომსახურებას ნერგავს

[PUBLICITY.GE] თბილისი,  21 მარტი, 2011 წელი  -  სს "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა, დღეს ფულად გზავნილებზე ახალი მომსახურების დანერგვის და ამავდროულად, აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. ამიერიდან, "საქართველოს ბანკში" სწრაფი ფულადი გზავნილების მიღება კიდევ უფრო მოსახერხებელი ხდება - მომხმარებელს შეუძლია ფულადი გზავნილის საკუთარ ბარათზე ჩარიცხვა როგორც ტელეფონის საშუალებით, ისე ბანკომატით. ამისთვის, საჭიროა მხოლოდ "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი ტიპის პლასტიკური ბარათი ან მიმდინარე ანაგრიში ბანკში.

გზავნილის ჩარიცხვა საკუთარ ანგარიშზე ბანკომატით ან ტელეფონით ძალიან მარტივია. ტელეფონით ჩარიცხვის შემთხვევაში, მომხმარებელი უკავშირდება "საქართველოს ბანკის" სატელეფონო ცენტრს ნომერზე 444 444, გადის სწრაფ იდენტიფიკაციას გზავნილის სისტემისა და გზავნილის ნომრის დასახელებით და შემდგომ უთითებს საკუთარი ბარათის ნომერს, რომელზეც სურს ჩაერიცხოს თანხა. მომხმარებელს ფულადი გზავნილი საკუთარ ანგარიშზე რამდენიმე წუთში ჩაერიცხება. ანგარიშზე ფულადი გზავნილის ჩარიცხვა ბანკომატით შესაძლებელია "საქართველოს ბანკის" ნებისმიერი ბანკომატით, ასევე ძალიან მარტივად - მომხმარებელი უბრალოდ ჩატვირთავს კუთვნილ პლასტიკურ ბარათს, აირჩევს შესაბამის მენიუს და მიჰყვება ბანკომატის ეკრანზე გამოჩენილ ინსტრუქციას.

სწრაფი ფულადი გზავნილის, საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვა შეუძლია ყველა ფიზიკურ პირს, რომელსაც სწრაფი გზავნილების სისტემით ერიცხება თანხა და "საქართველოს ბანკში" ფლობს აქტიურ პლასტიკურ ბარათსა და მიმდინარე საბანკო ანგარიშს. აღსანიშნავია, რომ მომხმარებელს არ ერიცხება გზავნილის ანგარიშზე ჩარიცხვის საკომისიო.

ფულად გზავნილებზე "საქართველოს ბანკი" დღეიდან აქციასაც იწყებს. 2011 წლის 1 ივლისამდე, "საქართველოს ბანკში" ნებისმიერი სახის ფულადი გზავნილით თანხის მიღებისას ან გაგზავნისას, მომხმარებელი თითოეულ მიღებულ ან განაღდებულ გზავნილზე მიიღებს თითო სასაჩუქრე კუპონს. აქციაში მონაწილეობას მიიღებს მიღებული და გაგზავნილი ფულადი გზავნილები მოცულობით 400 ერთეული და მეტი, გზავნილის ვალუტის შესაბამისად. ხუთი გზავნილის განხორციელებისას, კუპონების სანაცვლოდ მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს "საქართველოს ბანკის" ბრენდირებულ საჩუქარს.

ფულადი გზავნილის ჩარიცხვა საკუთარ ანგარიშზე, ისევე როგორც საჩუქრების აქციაში მონაწილეობა, შესაძლებელია "საქართველოს ბანკში" არსებული სწრაფი ფულადი გზავნილების შემდეგი სისტემებით მიღებულ და გაგზავნილ გზავნილებზე: Western Union, "ღია ფულადი გზავნილები", "ელვა", MoneyGram, Contact, Anelik, InterExpress, Unistream  და "Быстрая Почта". გზავნილის ჩარიცხვა შესაძლებელია სტანდარტული და უნივერსალური ტიპის ანგარიშებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ "საქართველოს ბანკის" ვებგვერდს ან დარეკეთ 444 444.

 

წაკითხულია: 6658